მეცხრე დღე-დავასრულეთ პროექტის გეგმა, შეფასების რუბრიკის კომპონენტებს მივანიჭეთ კოეფიციენტები
.მოვისმინეთ პრეზენტაციები.ირმა მემანიშვილის პრეზენტაცია თანამედროვე საქართველოსთვის აქტუალურ თემას ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება.ნებისმიერმა მოზარდმა უნდა გაიაზროს ქვეყანაში არსებული ეს მდგომარეობა და შეძლოს იცხოვროს ჰარმონიულად მომავალ საქართველოში მათთან ერთად.
ხელოვნების პედაგოგმანათელა ჯიბუთმა წარმოადგგგგგგნა პროექტი თემაზე ეს ხელოვნებაა, რაც ემსახურება თანამედროვე თაობაში კულტურულ ღირებულებათა გადაფასებასა და ამაღლებაში
.ბოლოგიიის პედაგოგმა რუსუდან ურუშაძემ გააკეტა პრეზენტაცია თემაზე გენმოდიფიცირებული საკვები,რომლითაც სავსეა დღეს სასურსათო ბაზარი. მოსწავლეებმა კვლევით დაადგინეს თუ რომელ საკვებშია გენმოდიფიცირება.
პედაგოგმა ნანა გოგბერასვილმა პროექტში მჟავიანობის განსაზღვრა წარმოადგინა, თუ რომელი მინერალური წყალი უნდა გამოვიყენოთ მჟავიანობის მომატებისა თუ შემცირების დროს, მივიღეთ რეკომენდაციები.
პედაგოგმა ეკა ლეგაშვილმაა წარმოადგინა პროექტი გარემოს ეკოლოგია, რომლითაც მივიღეთ რეკომენდაციები თუ რა მავნე ნივთიერებები იწვევს დაბინძურებას.
ისტორიის პედაგოგმა თამარ ბიწაძემ წარმოადგინა პროექტი მეორე მსოფლიო ომი და საქართველო. სტატისტიკით გავიგეთ, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ საქართველომ გაიღო.
მუსიკის პედაგოგმა ვერა ჯინჭარაძემ წარმოადგინა პროექტი ქართული ხალხური ფოლკლორი,რომელიც აუცილებელია რომ პოპულარული იყოს თანამედროვე თაობაში.
მუსიკის პედაგოგმა თამარ იმერლიშვილმა წარმოადგინა პროექტი თავისუფლება მუსიკაში,რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელოვნებააა სულის თავისუფლება.
ფიზიკის პედაგოგმა ნათელა ზირაქაშვილმა წარმოადგინა პროექტი თემაზე ელექტროენერგიის მოხმარება, რომლითაც კარგად გავიგეთ , თუ რომელი წყაროა ეკონომიური.
ქართულის პედაგოგმა ნაზი სვანიძემ წარმოადგინა პროექტი ბრბოს ფსიქოლოგია.პიროვნება თავისი ღირსებით უნდა ამაღლდეს ბრბოზე!
No comments:
Post a Comment